მომსახურება და ფასები

 

Targmani.ge გთავაზობთ მთარგმნელობით მომსახურებას შემდეგ ენებზე: ქართული, ინგლისური,  გერმანული, ფრანგული, რუსული, პოლონური, იტალიური, ესპანური, ბელორუსული,  თურქული, სომხური, აზერბაიჯანული, იაპონური, ჩინური, კორეული, სპარსული, ივრითი, არაბული,  უკრაინული,  ბერძნული, პორტუგალიური, შვედური, ნორვეგიული, ჩეხური, ლიტვური, ლატვიური,  რუმინული, ნიდერლანდური. სხვა ენაზე/ენიდან თარგმნის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

სამედიცინო თარგმანი

Targmani.ge გთავაზობთ ნებისმიერი სირთულოს სამედიცინო ტექსტების თარგმნის მომსახურებას, მათ შორის ფარმაცევტული და ბიოლოგიური ტექსტების თარგმნას.

ჩვენთან შეგიძლიათ კვალიფიციური თარგმნის მომსახურება მიიღოთ შემდეგ დოკუმენტებზე:

ფორმა 100
სამედიცინო დასკვნები
სამედიცინო დიაგნოზები
წამლების ინსტრუქციები
სამედიცინო ანალიზები
კლინიკური გამოკვლევები
მედიკამენტების რეგისტრაციის დოკუმენტაცია
სამეცნიერო სამედიცინო სტატიები
სამეცნიერო სამედიცინო კვლევები
სამედიცინო აღჭურვილობის  გამოყენების ინსტრუქციები
ინდივიდუალური სარეგისტრაციო ანკეტები
პაციენტის ისტორია
პაციენტის კითხვარი

წერილობითი თარგმანი

მოწოდებული საბუთი სათარგმნად გადაეცემა  შესაბამისი სფეროს გამოცდილების მქონე თარჯიმანს.  თარგმანის შეკვეთა შესაძლებელია ჩვენს საიტზე მოცემული ფორმის მეშვეობით https://targmani.ge/order/

ტექნიკური თარგმანი

Targmani.ge გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის ტექნიკურ თარგმანს. მათ შორის:

 ნებისმიერი სახის სრული სატენდერო დოკუმენტაცია:

ტექნიკური დავალება, საპროექტო დოკუმენტაცია, ISO სტანდარტებთან/ხარისხთან შესაბამისობის სერტიფიკატები, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია/ფასების ცხრილი (MS Word, Excel და სხვა), მხარეთა ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარებები, ოქმები, ხელსაწყოების, საშუალებებისა და მოწყობილობების, ტექნიკის გამოყენების ინსტრუქციები, მძიმე ტექნიკის ოპერატორის სამუშაო სახელმძღვანელო და სხვა.

  ნებისმიერი სახის ტექნიკური ანგარიში/დასკვნა/ინსპექტირების ანგარიში:

  • ობიექტზე შესრულებული სამუშაოების  (მათ შორის ფორმა #2-ის მიხედვით) ტექნიკური ანგარიში/დასკვნა;
  • ობიექტის სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის ტექნიკური ანგარიში/დასკვნა;
  • შენობების, გზების, ხიდების, გვირაბების, ჰესების ან სხვა ნაგებობების პროექტების ტექნიკური ანგარიში/დასკვნა;
  • საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/დასკვნის, კონსტრუქციული, არქიტექტურული, ასევე, საინჟინრო ქსელები – ელ. მომარაგების სისტემები, სუსტი დენების სისტემები და მათი ტექნოლოგიური ნაწილის ტექნიკური ანგარიშები/დასკვნები;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალარინების  და მათი ტექნოლოგიური ნაწილის ტექნიკური ანგარიშები/დასკვნები;
  • ვენტილაცია, კონდიცირება, გათბობა და მათი ტექნოლოგიური ნაწილის ტექნიკური ანგარიშები/დასკვნები;
  • ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო სამუშაოების ტექნიკური ანგარიშები/დასკვნები;
  • სახანძრო უსაფრთხოების ნაწილის ტექნიკური ანგარიში/დასკვნა; 
  •  შრომის უსაფრთხოების ტექნიკური ანგარიში/დასკვნა;
  • გარემოზე ზემოქმედების შეფასების დაცვის ანგარიში/დასკვნა (გზშ/ტექნიკური რეზიუმე);
  • მოქმედი საკანონმდებლო დადგენილებები, აქტები, მარეგულირებლები, ტექნიკური რეგლამენტები;
  • საერთაშორისო ინსტიტუტების მითითებები და სტანდარტები;
  • ჰესის ნაგებობებზე ჩასატარებელი სამუშაოების აღწერა;
  • კლიმატის და მეტეოროლოგიური პირობები

იურიდიული თარგმანი

targmani.ge-ს გუნდი დაკომპლექტებულია კადრებით, რომელთაც აქვთ იურიდიული ტერმინოლოგიის ღრმა ცოდნა.

ჩვენთან შეგიძლიათ თარგმნოთ:

საკანონმდებლო აქტები
ხელშეკრულებები
წესდება და სადამფუძნებლო დოკუმენტაცია
მინდობილობები
კერძო კონტრაქტები
ფინანსური დოკუმენტები
სადაზღვევო ჩანაწერები
საგადასახადო კოდექსი
სამოქალაქო  კოდექსი
სასამართლოს გადაწყვეტილებები და დადგენილებები
ოქმები, განჩინებები
სასამართლო უწყებები და შუამდგომლობები
დაბადების და გარდაცვალების მოწმობა
ქორწინების მოწმობა
ანდერძები და მოწმობები
ექსპერტიზის დასკვნები და სხვა

აუდიო-ვიდეო მასალების თარგმანი

Targmani.ge-ს  გუნდი აუდიო-ვიდეო ფაილებს თარგმნის მანქანური და ავტომატიზებული პროგრამების გარეშე,  რაც განაპირობებს მაღალ ხარისხს სტილისტიკური და ტერმინოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით. იხილეთ სრულად

თარგმანი ნოტარიული დამოწმებით

targmani.ge გთავაზობთ ჩვენს მიერ შესრულებული თარგმანის დამოწმებას თქვენი სურვილისამებრ:

* კომპანიის ბეჭდით და მთარგმნელის ხელმოწერით, ან/და
* სანოტარო წესით.

კომპანიის ბეჭდით და მთარგმნელის ხელმოწერით საბუთის დამოწმება შედის მომსახურებაში, ხოლო სანოტარო წესით დამოწმებისას მომსახურების საფასურს ემატება სანოტარო ბაჟი. გთხოვთ, დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდეთ მითითებულ ელ.ფოსტაზე: targmaniLTD@gmail.com

ვებგვერდის/აპლიკაციის თარგმნა

დღესდღეობით, ვებგვერდების და აპლიკაციების ხელმისაწვდომობა სხვადასხვა ენაზე ერთგვარ აუცილებლობას წარმოადგენს, რაც პირდაპირ კავშირშია პოტენციური მომხმარებლების რაოდენობის გაზრდასთან. targmani.ge უზრუნველყოფს აღნიშნული მომსახურების გაწევას, მათ შორის: ვებგვერდზე განთავსებული პრეს-რელიზების, ბლოგების, სტატიებისა და სხვა კონტენტის თარგმნა. 

targmani.ge გთავაზობთ თარგმნას  სახლიდან გაუსვლელად. ნათარგმნი საბუთი გადმოგეგზავნებათ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან საკურიერო მომსახურების მეშვეობით თქვენთვის სასურველ მისამართზე, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

სარეკლამო მასალების თარგმანი

სარეკლამო ტექსტი, მოცემული ბუკლეტზე თუ სოციალურ ქსელში პოსტის სახით, წარმოადგენს კომპანიის სავიზიტო ბარათს, რომელიც კლიენტებისა და პარტნიორების მოზიდვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა. targmani.ge-ს გუნდი გთავაზობთ პროფესიულ თარგმანს თქვენთვისა და თქვენი პოტენციური კლიენტებისთვის.

ზეპირი თარგმანი

targmani.ge გთავაზობთ ზეპირ/სინქრონულ/თანმიმდევრულ თარგმანს  კომერციული მოლაპარაკებებისთვის (შეხვედრები, ბიზნეს ლანჩი და ა.შ.),  ტურებისა და საერთაშორისო გამოფენებისთვის.