ტექნიკური თარგმანი

ტექნიკური თარგმანი

როგორც წესი, გამოყოფენ მხატვრული და არამხატვრული ხასიათის ტექსტის თარგმანს. არამხატვრული თარგმანი გულისხმობს ინფორმაციულ თარგმანს, რომლის ერთ-ერთი სახეობაა ტექნიკური თარგმანი. ტექნიკური ტექსტი მხატვრული და სამეცნიერო ტექსტებისგან განსხვავდება და მისი თარგმნა მოითხოვს სპეციალურ უნარ-ჩვევებსა და მიდგომას, უცხო ენის ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას.

 ტექნიკური ტექსტი არაერთი თავისებურებით გამოირჩევა: ინფორმაციის სიზუსტე და სიმოკლე, ემოციური შეფერილობის ნაკლებობა, სპეციფიკური ლექსიკა, სპეციალური ტერმინოლოგია და მათი მნიშვნელობის დამოკიდებულება შესაბამის ტექნიკურ დარგზე, სინტაქსური თავისებურებანი, სათაურებისა და ქვესათაურების სიმრავლე, ტექსტის უპირო ხასიათი, სტილისტიკური ხერხების ნაკლებობა, სპეციფიკური გრაფიკული გამოსახვა.

Targmani.ge გთავაზობთ ტექნიკური დოკუმენტაციის კვალიფიციურ თარგმანს, მათ შორის:

∙         ტექნიკური კორესპონდენცია;

∙         ტექნიკური ინსტრუქცია;

∙         ტექნიკურ საკითხებზე დადებული კონტრაქტები.

სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურისათვის დამახასიათებელია მრავალი ტერმინის გამოყენება, სხვადასხვა აბრევიატურის გავრცელება, გარკვეული სინტაქსური კონსტრუქციების უპირატესობის წარმოჩენა და ზოგიერთი გრამატიკული კონსტრუქციის თარგმნის სპეციფიკურობა. სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურის ძირითადი თვისებაა მასალის მიწოდების კომპაქტურობა და სიზუსტე. მისთვის არაა დამახასიათებელი მოჭარბებული ემოციურობა, შედარებები, მეტაფორები, იუმორი და ირონია.

ჩვენს მიერ შესრულებული თარგმანები ხასიათდება შემდეგი ნიშან-თვისებებით:

1. ორიგინალის ზუსტი გადმოცემა;

2. აზრის ზუსტად და ლაკონურად გამოხატვა (ეს სამეცნიეროტექნიკური ლიტერატურის სტილისათვის არის დამახასიათებელი);

3. სალიტერატურო ენის ნორმის დაცვა.

სამეცნიერო-ტექნიკური ტექსტის თარგმნისას აუცილებელია ახალი ტერმინოლოგიის ზუსტი ცოდნა და სათარგმნელ ენაზე მისი გადმოცემის უნარი. ზუსტად ეს წარმოადგენს ტექნიკური თარგმანის მთავარ სირთულეს, რასაც targmani.ge-ს გუნდი თავისუფლად უმკლავდება.

Share this post

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *