რედაქტირება

რედაქტირება

თარგმანს ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. იგი ბაბილონის კოშკის დროიდან მოდის. სწორედ ადამიანის სოციალურმა ცხოვრებამ, მისმა ურთიერთობამ სხვა ერებთან, ტომებთან, სახელმწიფოებთან განაპირობა თარგმანის საჭიროება. შესაბამისად, სხვადასხვა დროს განსხვავებული სფერო იყო მისი საგანიც. საუკუნეების მანძილზე თარგმნიდნენ მხატვრულ ლიტერატურას, რადგან სხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს სურდათ წაეკითხათ და გაეცნოთ უცხოურ ენებზე შექმნილი მხატვრული შემოქმედებების ნიმუშები.

თარგმანის პროფესიულ დონეზე შესასრულებლად მთარგმნელს სჭირდება უნარ-ჩვევების ისეთი კომპლექსი, როგორიცაა, თარგმნის კომპეტენცია. იგი შეიცავს შემდეგ კომპეტენციებს:

1. ლინგვისტური

2. კულტურული

3. ტექსტური

4. გადმოცემის  და კონკრეტულ სათარგმნელ სფეროსთან დაკავშირებული

5. კვლევითი

მთარგმნელი უნდა შეეცადოს, გარდა ტექსტის ინფორმაციული სიზუსტისა, არ დაარღვიოს ტექსტის აზრობრივი კომპაქტურობა და დაიცვას ორიგინალური ტექსტის მოტივი.

ჩვენი გუნდი მუშაობს როგორც ტექსტების თარგმნაზე, ასევე უკვე ნათარგმნი ტექსტების რედაქტირებაზე.

Share this post

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *