აუდიო-ვიდეო მასალის თარგმნა

აუდიო-ვიდეო მასალის თარგმნა

Targmani.ge გთავაზობთ აუდიო-ვიდეო   მასალის  ხარისხიან თარგმანს.

აუდიო-ვიდეო მასალის თარგმნა  წარმოადგენს რთულ მრავალეტაპიან პროცესს: პირველ ეტაპზე,  დამკვეთის მიერ წარმოდგენილი მასალები მუშავდება, მეორე ეტაპზე ხდება მასალების გაშიფვრა, ხოლო მესამე ეტაპი წარმოადგენს ტექსტის თარგმნას დამკვეთის სასურველ ენაზე. ტექსტზე შეიძლება იმუშაოს როგორც შესაბამისი ენის თარჯიმანმა, ასევე,  ლინგვისტმა და  რედაქტორმა. 

Targmani.ge-ს  გუნდი აუდიო-ვიდეო ფაილებს თარგმნის მანქანური და ავტომატიზებული პროგრამების გარეშე,  რაც განაპირობებს მაღალ ხარისხს სტილისტიკური და ტერმინოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით.

თარგმნის ღირებულება დამოკიდებულია დამკვეთის მიერ მოთხოვნილ ენაზე, ორიგინალ ფაილში საუბრის სისწრაფეზე, ხმის ხარისხზე, მოცულობაზე, ჩანაწერის ხანგრძლივობასა და შეკვეთის შესრულების სისწრაფეზე, ამიტომაც თითოეული შეკვეთის საფასური ინდივიდუალურად ანგარიშდება. 

Targmani.ge-ს გუნდი იცავს ოპერატიულ ვადებს და გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:

  • ნებისმიერი სახის აუდიო-ვიდეო მასალის პროფესიონალური თარგმნა;
  • სუბტიტრების შექმნა;
  • სხვადასხვა ჟანრის ვიდეო კლიპების, ანიმაციების და სრულმასშტაბიანი ფილმების (მხატვრული, დოკუმენტური, საგანმანათლებლო) თარგმნა;
  • სარეკლამო რგოლებისა და რეპორტაჟების თარგმნა;
  • საგანმანათლებლო პროგრამების, ვებინარების, მასტერკლასებისა და ბიზნეს ტრენინგების თარგმნა;
  • სემინარებისა და კონფერენციების თარგმნა;
  • პრეზენტაციებისა და  ლექციების თარგმნა;
  • ვიდეო ინსტრუქციების, აუდიო კურსების, აუდიო გამოსვლებისა და აუდიო წიგნების თარგმნა;
  • სასამართლო სხდომებისა და ინტერვიუების თარგმნა;
  • ხმოვანი ჩანაწერების გაშიფვრა/ტრანსკრიბცია.

Share this post

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *