აპოსტილი/ლეგალიზაცია
საქართველოში გაცემული დოკუმენტი სხვა ქვეყანაში გამოყენების მიზნით საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას.
ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში, მათი ავთენტურობის (ნამდვილობის) დამოწმებას.
Targmani.ge-ს გუნდს შეუძლია დაგეხმაროთ შემდეგი დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებასა თუ ლეგალიზაციაში:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები; ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები
- სამედიცინო დაწესებულებების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები
- სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები
- სანოტარო აქტები
- საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები
- ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამადასტურებელი დამოწმების ფურცელი
- აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული დოკუმენტის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული თარგმანი
- აპოსტილით დამოწმებას ექვემდებარება როგორც დოკუმენტის ორიგინალი, ისე ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის ასლი და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმების ფურცელი.
კომენტარის დატოვება